ფეხბურთი

11:05 | 28.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგად უნდა მოემზადოს, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, რაც „სელესაოს“ ეხება.

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობა

„ბრაზილია დიდი ხანი ცდილობდა ჩემს გადაბირებას, პირველი კონტაქტი ორი წლის წინ იყო. მე მათ დავთანხმდი, რადგან ვფიქრობ, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობა სიამაყის წყაროა. ვსაუბრობთ გუნდზე, რომელსაც ყველაზე დიდი ისტორია აქვს“.

კარგი გარემოს შექმნა

„სელესაოში“ კარგი გარემოს შექმნა რთული არაა. ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე კლუბში ამის გაკეთება, რადგან შენი ქვეყნის მაისურით თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია“.

ნეიმარის დაბრუნება

„ნეიმართან ვისაუბრეთ, ის ჩვენი ეროვნული ნაკრებისა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. კარგად უნდა მოემზადოს, ამისთვის დრო აქვს. მასთან ამაზე ვისაუბრე, იმაზე, რომ კარგად უნდა მოემზადოს, რადგან ჩვენ მას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ“.

10 ნომრიანი მაისური ბრაზილიის ნაკრებში

„არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილი იყოს. ბრაზილიის ნაკრებისთვის 10 ნომერი ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრს იწონის და ვფიქრობ, რომ მას, სხვების მსგავსად, აქვს მისი ტარების მახასიათებლები: საჭიროა მენტალიტეტი და ხასიათი. შესაძლოა, მომავალში ყველაფერი შეიცვალოს, რადგან ბრაზილიაში ბევრი ფეხბურთელია, ვისაც ამ მაისურის ტარება შეუძლია“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089988