ფეხბურთი

13:25 | 28.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკამ" ოტამენდის ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ლისაბონის „ბენფიკამ“ ნიკოლას ოტამენდისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და არგენტინელი მცველი პორტუგალიურ კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ოტამენდი უკვე 37 წლისაა, დიდებული სეზონი ჩაატარა, 53 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ასეთი თამაში კი, მას ახალი კონტრაქტით დაუფასდა.

არგენტინელი 2020 წლიდან თამაშობს „ბენფიკაში“, რომლის მაისურით დღემდე 231 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მანჩესტერ სიტის“, „ვალენსიას“, „ატლეტიკო მინეიროს“, „პორტუს“ და „ველეს სარსფილდის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096743