ფეხბურთი

1:34 | 28.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ინგლისელი მეკარე დაიმატა

„ლივერპულმა“ 28 წლის მეკარე ფრედი ვუდმანი დაიმატა, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო.

ვუდმანი „წითლებში“ მესამე მეკარის როლს მოირგებს გიორგი მამარდაშვილისა და ალისონის შემდეგ.

ვუდმანს არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის, „ნიუკასლში“, „ქრიუში“, „კილმარნოკში“, „აბერდინში“, „სუონსი სიტიში“, „ბორნმუთსა“ და „პრესტონში“. თავის დროზე ის, ინგლისის ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო, მათ შორის, 21-წლამდე ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088732