ფეხბურთი

21:12 | 28.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაუ ფელიქსით ორი საუდური კლუბი დაინტერესდა

„ჩელსის“ თავდამსხმელი ჟოაუ ფელიქსი შესაძლოა საუდის არაბეთის კლუბში გადავიდეს, წერს talkSPORT. პორტუგალიელი ფეხბურთელით პრო ლიგის ახალბედა „ნეომი“ დაინტერესდა. „ალ-ნასრიც“ განიხილავს ფეხბურთელის დამატებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლუის დიასის „ლივერპულიდან“ ტრანსფერი, რომელიც მისი პრიორიტეტული სამიზნეა, ჩაიშლება.

ლონდონური კლუბის 25 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „მილანში“ გაატარა. „როსონერისთვის“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 მატჩში პორტუგალიელმა სამი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ჟოაუ ფელიქსის 2019 წელს „ბენფიკადან“ „ატლეტიკო მადრიდში“ ტრანსფერი, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. მადრიდელებმა ფეხბურთელში 127,2 მილიონი ევრო გადაიხადეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092612