ფეხბურთი

22:51 | 28.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

„პალმეირასი“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მეოთხედფინალისტია

დღეს, 28 ივნისს, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო. პირველები ფილადელფიის „ლინკოლნ ფაინენშენელ ფილდის“ მინდორზე ბრაზილიური კლუბები - „პალმეირასი“ და „ბოტაფოგო“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრა „პალმეირასის“ გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

მატჩი ადგილობრივი დროით დღის 12 საათზე დაიწყო და ცხადია, მაღალი ტემპერატურის გამო ტემპი სწრაფი ვერაფრით იქნებოდა.

„პალმეირასი“ უკეთესი გახლდათ მთელი თამაშის განმავლობაში და დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში. რომ არა „ბოტაფოგოს“ მეკარე ჯონ ვიქტორის შესანიშნავი თამაში, ანგარიში უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა (0:0). დამატებითი დროის მე-100 წუთზე კი შეხვედრის ერთადერთი გოლი პაულინიომ გაიტანა, საკმაოდ ეფექური რეიდის შემდეგ.

117-ე წუთზე „პალმეირასი“ კაცნაკლული დარჩა. მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა მათ კაპიტან გუსტავო გომესს და მოედნიდან დაითხოვა.

მეოთხედფინალში „პალმეირასი“ „ბენფიკასა“ და „ჩელსის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩიც დღეს (კალენდარულად უკვე ხვალ) გაიმართება შარლოტში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169767