ორი მოთამაშე, რომლებმაც ყველაზე მეტი გადაცემული პასი განახორციელეს მოწინააღმდეგის დაცვაში, იყვნენ „ბენფიკას“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია და „ინტერ მაიამის“ დიდვარსკვლავი ლიონელ მესი.
სტატისტიკური პორტალი Opta-ს მონაცემებით, დი მარიამ ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში 12 გამჭოლი პასი განახორციელა და ამ მაჩვენებლით აშშ-ში მიმდინარე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერი გახდა, მესი კი 10 პასით მეორე ადგილზეა.
დი მარიას „ბენფიკა“ დღეს, 28 ივნისს, კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში „ჩელსის“ დაუპირისპირდება, ხოლო მესის „ინტერ მაიამი“ ხვალ, 29 ივნისს, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.
დი მარია 37 წლისაა, მესი - 38-ის, ისინი ერთად თამაშობდნენ არგენტინის ნაკრებში და გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები, ოლიმპიური ჩემპიონები და ამერიკის თასის ორგზის გამარჯვებულები.









