სხვა

11:25 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

თოფურია: "MMA-ს ახალი თაობის სახე ვარ"

ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდა, ქართველმა მებრძოლმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი შეჩერება ძალიან ძნელი იქნება.ახლა ელ მატადორი ორი დივიზიონის ჩემპიონია.

"პირველ რიგში მინდა ღმერთს მადლობა გადავუხადო. ყველაფერი, რაც მაქვს, ყველაფერი, რაც ვარ და ის ყველაფერი, რაც ვიქნები სწორედ მისი დამსახურებაა. მე შერეული ორთაბრძოლების ახალი თაობის სახე ვარ. ეს არის თამაშის მომდევნო დონე. მოვიგე ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა: ბევრი ჯაბი, მარჯვენა ხელით დარტყმა, მარცხენა ჰუკი და ბუმ — მისი ნათურები გამორთული იყო", - თქვა ილია თოფურიამ.

ქართველმა მებრძოლმა MMA-ში 17 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო, მათ შორის ზედიზედ 9 UFC-ში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092342