ამერიკაში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჯერ მერვედფინალური ეტაპიც არ დასრულებულა და უკვე რამდენიმე მატჩი შეწყდა.
მათ შორის, „ჩელსი“ – „ბენფიკა“ 86-ე წუთზე უამინდობის გამო და პაუზა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ თქვა, რომ ეს ფეხბურთი არ არის და თუ მატჩები უნდა შეწყდეს, მაშინ აშშ ფეხბურთის სათამაშოდ შესაფერისი ადგილი არაა.
„85 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით თამაშს და საკმარისი შანსები შევქმენით გამარჯვებისთვის. თუმცა, პაუზის შემდეგ თამაში სრულიად შეიცვალა. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთი არ არის. არ შეგიძლია ორი საათის განმავლობაში დარჩე გასახდელში, ეს სრულიად ახალი რამაა: ფეხბურთელები ესაუბრებიან თავიანთ ოჯახებს, იცინიან, ხუმრობენ და ამიტომ კარგავენ კონცენტრაციას.
მესმის, რომ უსაფრთხოების მიზნით მატჩი უნდა შეჩერდეს: მაგრამ თუ ექვს ან შვიდ თამაშს წყვეტ, ამერიკა ალბათ არ არის შესაფერისი ადგილი ამ ტურნირის სათამაშოდ. ეს ფეხბურთი არ არის, ეს ხუმრობაა“, - თქვა მარესკამ.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ „ბენფიკა“ დამატებით დროში 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიურ „პალმეირასს“ შეხვდება. ლონდონელები მატჩის შეწყვეტამდე 1:0-ს იგებდნენ, თამაშის განახლებას ანხელ დი მარიას გოლი მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ დამატებით დროში „ჩელსიმ“ მეტოქეს 3 გოლი გაუტანა.









