ფეხბურთი

18:21 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სარაევოს" მწვრთნელი: "გულიაშვილი ვარჯიშობს, მაგრამ დასვენების საშუალება მივეცით"

„სარაევომ“ პრესეზონზე პირველი ამხანაგური მატჩი სტუმრად სერბულ „ნოვი პაზართან“ ჩაატარა და 3:4 დამარცხდა, ხოლო გიორგი გულიაშვილს არ უთამაშია.

უთამაშებლობის მიზეზი მოსალოდნელი ტრანსფერი არაა, არამედ ის, რომ მას გუნდმა დასვენების საშუალება მისცა:

"გულიაშვილი, ღვთის წყალობით, კარგ ფორმაშია. მას კიდევ შვიდი დღე დასვენების საშუალება მივეცით, რადგან ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა. ის უკვე ვარჯიშობს, მაგრამ სარაევოში დარჩა“, - აღნიშნა ზეკიჩმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 21 გოლი გაიტანა. მის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს, მათ შორის, „სამსუნსპორი“ და „ტრაბზონსპორი“.

„სარაევო“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც 24-31 ივლისს, ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვას“ შეხვდება, ხოლო 27 ივლისს, ბოსნიის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად „ჟრინსკის“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091393