უიმბლდონის პირველ წრეში (1/64 ფინალი) კარლოს ალკარასს უმძიმესი ბრძოლა გადახდა თავს.
ესპანელი იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდა, რომელსაც მხოლოდ ხუთსეტიან ბრძოლაში აჯობა - 7:5, 6:7, 7:5, 2:6, 6:1.
მატჩი 4 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. ფონინი ოთხი სეტის განმავლობაში ტოლს არ უდებდა მეტოქეს, მაგრამ ბოლო სეტში ვერაფერი გააწყო. ალკარასი 1/32 ფინალში ბრიტანელ ოლივერ ტარვეტს დაუპირისპირდება.
უიმბლდონს პირველივე წრეში გამოეთიშა დანილ მედვედევი. რუსი აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ ფრანგ ბენჟამინ ბონზისთან მოულოდნელად 6:7, 6:3, 6:7, 2:6 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 1 ივლისს, ლორენცო მუზეტის დაუპირისპირდება.