„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ საუდის არაბეთის „ალ-ჰილალთან“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალურ მატჩში (3:4) დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„ამ ეტაპზე ყველა თამაში რთულია. მეტოქეს ბევრი შანსი მივეცით, მაგრამ თავადაც საკმაოდ შევქმენით. სამწუხაროა. ყველაფერი კარგად მიდიოდა და სიტყვებით ვერ გამოვხატავ მადლობას კლუბის ფეხბურთელებისა და პერსონალის მიმართ. ყველაფერი გავიღეთ, რაც შეგვეძლო“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.









