ფეხბურთი

14:19 | 1.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ვამაყობ ჩემი გუნდით“ - 40 წლის ტიაგუ სილვა „ფლუმინენსეს“ „ინტერთან“ გამარჯვებაზე

ბრაზილიური „ფლუმინენსეს“ 40 წლის მცველმა ტიაგუ სილვამ ისაუბრა 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში მილანის „ინტერთან“ გამარჯვებაზე. მატჩი სამხრეთ ამერიკული კლუბის 2:0 გამარჯვებით დასრულდა.

„ვფიქრობ, ამ შეჯიბრში ძალიან კარგად ვთამაშობთ, ევროპული გუნდების წინააღმდეგ ბრძოლა ადვილი არ არის, მაგრამ სხვა მოტივაცია გვაქვს. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და საკუთარი თავით, რადგან 10 დღის წინათ ბარძაყის კუნთის ტრავმა მივიღე. დღეს თამაში ადვილი არ იყო.

ახლა კარგად უნდა აღვიდგინოთ ძალები, რადგან სამ ან ოთხ დღეში ისევ მოგვიწევს თამაში. ახალგაზრდა არ ვარ, გესმით? ამიტომ ვეცდები კარგი აღდგენითი პროცესი ჩავიტარო“, - ციტირებს სილვას სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099946