კატალონიის „ბარსელონა“ ნიკო უილიამსის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის, თუმცა შეთანხმებას ხელს ნაცნობი პრობლემა უქმნის. გავრცელებული ცნობებით, კატალონიელები მის დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ.
აღნიშნული ინფორმაცია, ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასიმ ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა. მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები არ მოუგვარებია და ნიკო უილიამსის ყიდვის შემთხვევაში რეგისტრაციას ვერ მოახერხებენ.
აღნიშნული საკითხი ტრანსფერს აფერხებს, რადგან ახალგაზრდა ესპანელ ფეხბურთელს არ სურს გადავიდეს გუნდში, სადაც თამაშის უფლება არ ექნება. ცნობისთვის, კატალონიის „ბარსელონას“ ამ კუთხით უკვე შეექმნა პრობლემა, როდესაც დანი ოლმმოს და პაუ ვიქტორის რეგისტრაციას ვერ ახერხებდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკო უილიამსმა „ბილბაოში“ 2020 წლიდან დღემდე 167 მატჩში 31 გოლის გატანა მოახერხა.






