ფეხბურთი

16:49 | 2.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი და „ინტერ მაიამი“ ახალ კონტრაქტზე მუშაობენ

ლიონელ მესიმ შესაძლოა „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ახალ კონტრაქტზე მუშაობა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ დაიწყეს და შესაძლოა შეთანხმებას უახლოეს მომავალში მიაღწიონ.

ლიონელ მესი „ინტერ მაიამის“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე აკავშირებს.

ცნობისთვის, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „ინტერ მაიამის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092602