„კრემონეზეს“, რომლის რიგებში ლუკა ლოჩოშვილი ირიცხება, ახალი მწვრთნელი ჰყავს. კრემონელებს ამიერიდან დავიდე ნიკოლა გაწვრთნის. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ნიკოლას კარიერის განმავლობაში „კალიარიში“, „ემპოლიში“, „სალერნიტანაში“, „ტორინოში“, „ჯენოაში“ „კროტონესა“ და „ბარიში“ უმუშავია.
„კრემონეზეში“ ახალი მწვრთნელი ლოჩოშვილისთვისაც მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ახლა ნიკოლას გადასაწყვეტი იქნება, შეინარჩუნებს თუ არა, ქართველ მცველს, რომელსაც ყოფილი მწვრთნელი არ ენდობოდა და გასული სეზონის მეორე ნახევრის გატარება იჯარით „სალერნიტანაში“ მოუწია.
„კრემონეზე“ მომდევნო სეზონს სერია A-ში გაატარებს.






