ფეხბურთი

14:49 | 3.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ჟოტას დაემშვიდობა: "ყველას მოგვენატრები"

კრისტიანუ რონალდუ დიოგუ ჟოტას დაემშვიდობა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა:

„ეს აზრს მოკლებულია. ახლახან ერთად ვიყავით ეროვნულ ნაკრებში და ცოტა ხნის წინ დაქორწინდი. შენს ოჯახს, შენს მეუღლეს და შვილებს ვუსამძიმრებ და მთელ მსოფლიოს გამძლეობას გისურვებთ. ვიცი, რომ ყოველთვის მათთან იქნები. მშვიდად განისვენეთ, დიოგუ და ანდრე. ყველას მოგვენატრებით“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.

დიოგუ ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 182 მატჩში 65 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პასუშ დე ფერეირას“, „ატლეტიკოს“, „პორტუს“ და „ვულვზის“ წევრი იყო, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 2019 წლიდან 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან რამდენიმე დღის წინ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096689