ფეხბურთი

15:37 | 3.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიოგუ ჟოტას ფატალური ავარიის მიზეზები ცნობილია

„ლივერპულისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელის, დიოგუ ჟოტას ფატალური ავარიის შესახებ ესპანური მედია წერს.

როგორც ცნობილი გახდა, სავარაუდოდ, ავარია დიდმა სისწრაფემ გამოიწვია. ზამორას პროვინციაში A-52 გზატკეცილზე ჟოტას ლამბორგინი ავარიაში მას შემდეგ მოჰყვა, რაც ფეხბურთელი წინ მიმავალი მანქანის გასწრებას მაღალი სიჩქარით ცდილობდა.

სწორედ ამ დროს, სავარაუდოდ, მანქანას საბურავი გაუსკდა, რამაც გზიდან მისი გადასვლა გამოიწვია, ხოლო ჯებირთან შეჯახების შედეგად აფეთქდა და დაიწვა.

დიოგუსთან ერთად მანქანაში მისი 26 წლის ძმა, ანდრეც იმყოფებოდა, რომელიც „პენაფიელში“ თამაშობდა.

დიოგუ ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 182 მატჩში 65 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პასუშ დე ფერეირას“, „ატლეტიკოს“, „პორტუს“ და „ვულვზის“ წევრი იყო, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 2019 წლიდან 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან რამდენიმე დღის წინ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094216