„პსვ ეინდჰოვენის“ 26 წლის თავდამსხმელი ნოა ლანგი შესაძლოა მალე იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდეს - წერს სოციალურ ქსელში ინსაიდერი ფაბრიციო რომანო. წყაროს ცნობით, მხარეები ლანგის ტრანსფერის გარიგების თითქმის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და გადახდის საბოლოო პირობებს განიხილავენ.
გასულ სეზონში ნიდერლანდების ნაკრების გარემარბმა პსვ-ს შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, 14 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში კი 14 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.