ფეხბურთი

20:02 | 3.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვა თანაგუნდელებს: "ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ"

„ფლუმინენსემ“ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მოულოდნელად „ინტერი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო სოციალურ ქსელში გავრცელდა ტიაგო სილვას მიმართვა.

ბრაზილიელმა მატჩამდე გასახდელში თანაგუნდელებს მაგალითი მოუყვანა, რომელიც მას პირად ცხოვრებაში გადახდა:

„2014 წელს, ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი დასვენების დღეს, სახლში წავედი. იქ იყო ჩემი მამინაცვალი, ვინც გამზარდა. ის ავად იყო, მაგრამ არ ვიცოდი, რომ საქმე სერიოზული იყო. ეროვნულ გუნდში დავბრუნდი, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და პარიზში წავედი, სანამ ის საავადმყოფოში იწვა. სეზონისწინა შეკრება პსჟ-ში დავიწყე და რამდენიმე დღის შემდეგ ჩემმა მეუღლემ დამირეკა: „მამაშენი გარდაიცვალა“.

რა მინდა გითხრათ ამით, ბიჭებო? საავადმყოფოში არ წავედი, რადგან მეგონა, გამოჯანმრთელდებოდა. მინდა გითხრათ, რომ ნუ გადადებთ მომავლისთის იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ. ისარგებლეთ მომენტით. გაერთეთ სიხარულით, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობით. მოდი, თამაში 11 ფეხბურთელით დავასრულოთ, სამართლიანები ვიყოთ, მაგრამ ვიბრძოლოთ. მოდი, ვითამაშოთ!“, - მიმართა ტიაგომ თანაგუნდელებს და მათთვის მოტივაციის ამაღლება სცადა.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა მშობლიურ კლუბს „ჩელსიდან“ დაუბრუნდა და 40 წლის ასაკში გუნდის ლიდერია. „ფლუმინენსე“ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში 4 ივლისს, „ალ-ჰილალს“ დაუპირისპირდება.

ტიაგო სილვას „ფლუმინენსეს“ გარდა, „ჩელსიში“, „პარი სენ-ჟერმენში“, „მილანსა“ და მოსკოვის „დინამოში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093581