ვეტერანი ნიგერიელი ფეხბურთელი პეტერ რუფაი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა და საბოლოოდ, განკურნება ვერ მოახერხა.
რუფაიმ 1983-1998 წლებში ნიგერიის ნაკრებში 65 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა. საკლუბო დონეზე „ლოკერენის“, „ინგლზის“, „ფარენსეს“, „ჰერკულესის“, „დეპორტივოსა“ და „ჟილ ვისენტეს“ ღირსებას იცავდა.
რუფაი ნიგერიის ნაკრების რიგებში 1994 და 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე ძირითადი მეკარე იყო.









