ფეხბურთი

10:20 | 4.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ ბეილს მშობლიური კლუბის შეძენა სურს

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი გარეთ ბეილი შესაძლოა ფეხბურთში დაბრუნდეს, თუმცა ახალ ამპლუაში.

35 წლის უელსელს მშობლიური კლუბის "კარდიფ სიტის" შეძენა სურს და როგორც TheTimes-ი იტყობინება, ბეილმა 40 მილიონიანი შეთავაზება უკვე ოფიციალურად გააკეთა.

მას შემდეგ, რაც "კარდიფი" ჩემპიონშიფიდან გავარდა, კლუბის ამჟამინდელი მფლობელი ვინსენტ ტანი მზადაა უელსური კლუბი გაყიდოს და ყველანაირ შემოთავაზებას განიხილავს.

ცნობისთვის, გარეთ ბეილი "პლიმუთის" შეძენასთანაც იყო ახლო, თუმცა შეთანხმება არ შედგა, მან ასევე ცოტა ხნის წინ ლიგა 1-ის რომელიმე კლუბის შეძენის სურვილიც დააფიქსირა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099451