ფეხბურთი

11:38 | 5.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩები ბათუმში

18-20 ივლისს, ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს.

გათამაშებაში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები პორტუგალიის, შვეიცარიის და ესტონეთის ნაკრებები იქნებიან. B ჯგუფში იასპარეზებენ ბელარუსი, გერმანია, ჩეხეთი და თურქეთი.

ტურნირის მიმდინარეობისას ბათუმის ქვიშის არენაზე დღეში ოთხი მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

  • 18 ივლისი | საქართველო - ესტონეთი | 21:00
  • 19 ივლისი | საქართველო - შვეიცარია | 21:00
  • 20 ივლისი | საქართველო - პორტუგალია | 21:00

ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის მატჩები ბათუმში პირველად გასულ წელს ჩატარდა. 2024 წლის გათამაშებაში საქართველომ B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა A დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169164