ფეხბურთი

11:52 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" "სევილიას" მცველს იმატებს

„ნაპოლი“ ახლოსაა „სევილიადან“ მარჯვენა მცველის ხუანლუ სანჩესის დამატებასთან. როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია.

ესპანელი ფეხბურთელი იტალიის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, ხოლო „სევილია“ 15 მილიონ ევროს მიიღებს.

21 წლის ფეხბურთელმა „სევილიაში“ 74-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა, ერთი სეზონი კი, იჯარით „მირანდესში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09528