გაიტალიელებული ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟორჟინიო და ინგლისელი მოცეკვავე და მსახიობი კატრინ ჰარდინგი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, სკანდალური და რაც მთავარია დრამატული ამბებით გარშემოჯარული წყვილია თანამედროვე ფეხბურთის და არამხოლოდ ფეხბურთის სამყაროში.
ჟორჟინიოსთვის კატრინი მეორე ცოლია. მანამდე მას ჰყავდა ცოლი და შვილებიც ბრაზილიაში. ფეხბურთელს საზოგადოება ხშირად აკრიტიკებდა იმის გამო რომ ოჯახი მიატოვა და დაუფიქრებლად გადაეშვა კატრინის მკლავებში, თუმცა მიუხედავად პურიტანთა გოდებისა, ის და კატრინი დღემდე ერთად არიან და საკმაოდ ხშირად ჩნდებიან სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონიძიებაზე.
კატრინ ჰარდინგი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად ბრიტთა კუნძულზე. ამის მიზეზებზე ადგილობრივი ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი თანამემამულე ლამაზმანი მაღალია, სექსუალური ფიგურა აქვს (ხშირად ვარჯიშობს), მოდის მიმდევარი ადამიანია და უფრო ხშირად იცვლის ვარცხნილობებს, ვიდრე ეს მავანის ფანტაზიას წარმოუდგენია.