ივან რაკიტიჩმა კარიერა დაასრულა. 37 წლის ნახევარმცველმა ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.
რაკიტიჩი ბოლოს სამშობლოში, სპლიტის „ჰაიდუკის“ რიგებში თამაშობდა. მისი კარიერის საუკეთესო წლები „ბარსელონას“ უკავშირდება, სადაც 2014-2020 წლებში ყველაფერი მოიგო.
რაკიტიჩი ასევე იყო „ბაზელის“, „შალკეს“, „სევილიას“ და „ალ-შაბაბის“ წევრი, ხოლო ხორვატიის ნაკრებში 2007-2019 წლებში 106 მატჩში 15 გოლი გაიტანა.









