სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:37 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბეშიქთაში" დავითაშვილის ტრანსფერზე შეთავაზების გაკეთებას აპირებს

საქართველოს ნაკრებისა და „სენტ ეტიენის“ შემტევის, ზურიკო დავითაშვილის შეძენა „ბეშიქთაშს“ სურს.

თურქული მედიის ცნობით, მიმდინარე კვირაში კლუბი მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს და შეთავაზებას ამზადებს. „ბეშიქთაში“ ადრეც აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რასაც შედეგი არ გამოუღია, მაგრამ თურქები არ ნებდებიან.

„არწივებს“ შეტევის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად სიაში მთავარ სამიზნედ დავითაშვილი ჰყავთ და მათი სურვილია, რომ ტრანსფერი 6-7 მილიონი ევროს ფარგლებში განახორციელონ. თუმცა „სენტ ეტიენი“ მინიმუმ 12 მილიონს ითხოვს.

ზურიკო დავითაშვილს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.

0.095249