8 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო -ამ შედეგით დაასრულა საქართველოს კუდოს ნაკრებმა ბულგარეთში გამართულ მსოფლიო თასი.
ჩვენი ქვეყნიდან პლანეტის პირველობაზე 24-მა კუდოისტი გამოდიოდა, რომელთაგანაც 18-მა მედლის მოპოვება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ტურნირზე 2 ქართული ფინალიც ვიხილეთ, 13 წლამდელთა შორის ფინალური დაპირისპირება მიშიკო კეზუასა და ილია ახალაიას შორი გაიმართა და გამარჯვებული კეზუა გახდა. ხოლო 19 წლამდელთა შორის გიორგი ხარატიშვილისა და ნიკოლოზ საბანაძის დაპირისპირებაში გამარჯვება ხარატიშვილმა იზეიმა.
წარმატებული გამოსვლის ფონზე ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო თასზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.









