ფეხბურთი

18:14 | 8.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს

ბერგამოს „ატალანტასა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდი მატეო რეტეგი შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს.

„ალ ქადსიას“ იტალო-არგენტინელი შემტევის დამატება სურს და „ატალანტას“ 45 მილიონი ევრო, პლუს ბონუსად 5 მილიონი ევრო შესთავაზა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

ფეხბურთელი თანახმაა საუდის არაბეთში გადასვლაზე, სადაც კონტრაქტი 2029 წლამდე და სეზონში 15 მილიონი ევროს ხელფასი შესთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ მატეო რეტეგი „ატალანტას“ შარშან „ჯენოადან“ შეუერთდა და 25 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087317