ბერგამოს „ატალანტასა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდი მატეო რეტეგი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
„ალ ქადსიას“ და „ატალანტას“ შორის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა, რომლის საფასური 60 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები იქნება.
ფეხბურთელი თანახმაა საუდის არაბეთში გადასვლაზე, სადაც კონტრაქტი 2029 წლამდე და სეზონში 20 მილიონი ევროს ხელფასი შესთავაზეს.
შეგახსენებთ, რომ მატეო რეტეგი „ატალანტას“ შარშან „ჯენოადან“ შეუერთდა და 25 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.






