„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში „რეალთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ყოველთვის რთულია ასეთ კონდიციებში „რეალთან“ თამაში, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან ცხელოდა, ორივე გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა. ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტი და გამარჯვება დავიმსახურეთ.
დემბელე სხვა ფეხბურთელებივითაა: კონდიციაში დაბრუნდა, ვფიქრობ, რომ საუკეთესო სეზონი აქვს, ყველასგან გამორჩეული. ნებისმიერი რამის მოგებას იმსახურებს, მან გუნდისთვის ყველაფერი გაიღო.
კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი, ისეთი შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „ჩელსია“, რომელმაც ამ ტურნირზე კარგად ითამაშა. გვინდა, ენერგია აღვიდგინოთ და ჩვენი კლუბის ისტორია დავწეროთ, შემდეგ შვებულებაში წავალთ. ჩვენ დომინანტი გუნდი ვართ, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს, მეტოქეებისთვის კი ამის გაკეთება რთულია“, - აღნიშნა ესპანელმა.
ლუის ენრიკემ შემდეგ კლოდ მაკელელეს შეკითხვას, როგორ არ დაიღალნენ გრძელი სეზონის განმავლობაში პსჟ-ს ფეხბურთელები, ხუმრობით უპასუხა: "თქვენ შვილები გყავთ, არა? და, თქვენი შვილები თამაშით დაიღალნენ? მწვრთნელის მიზანი სწორედ ესაა, რომ ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ისიამოვნონ, შესანიშნავ სეზონს ვატარებთ და პსჟ-ს ფანებისთვის განსაკუთრებული მომენტია".
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 13 ივლისს, ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება.






