ფეხბურთი

13:50 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალმა“ ერთ სეზონში გაშვებული გოლების რაოდენობით კლუბის ანტირეკორდი გაიმეორა

მარდრიდის „რეალმა“ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში პსჟ-სგან 4 გოლი გაუშვა და ერთ სეზონში გაშვებული გოლების რაოდენობის კლუბის ანტირეკორდი გაიმეორა.

სულ 2024/25 წლების სეზონში მადრიდულმა გუნდმა ყველა ტურნირზე 84 გოლი გაუშვა. ბოლოს ასეთი შედეგი „რეალს“ 1998/99 წლების სეზონში ჰქონდა.

ასევე, 2024/25 წლების სეზონში, „რეალმა“ ხუთ მატჩში მინიმუმ 4 გოლი გაუშვა, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია.

პსჟ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსის“ დაუპირისპირდება. მატჩი კვირას, 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09948