მოსკოვის „ტორპედო“ რუსეთის პრემიერ ლიგიდან გარიცხეს. ამის შესახებ Championat.com-ს რუსეთის საფეხბურთო კავშირის კონტროლისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
ეს გადაწყვეტილება კორუფციული სკანდალის გამო მიიღეს, რომლის ეპიცენტრშიც მოსკოვური კლუბი აღმოჩნდა. ტორპედოს პრეზიდენტი ლეონიდ სობოლევი წინასწარი პატიმრობაში აიყვანეს - მას მსაჯის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. ეჭვმიტანილი მსაჯიც დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ „შავ-თეთრებმა“ 2024/2025 წლების სეზონის მელბეტ-პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავეს და პირდაპირ გადავიდნენ პრემიერ ლიგაში). რუსეთის მოქმედი ჩემპიონი „კრასნოდარია.“







