გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად ლუქსემბურგის „რასინგი“ დაამარცხა და მეორე ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევრის სტარტზე კი, მასპინძლები დომინიკ შტოლცის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, დიეგო ლონგოს გუნდმა სიტუაცია მალევე შეცვალა.
ანგარიში 5 წუთში ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაათანაბრა, ხოლო 78-ე წუთზე სირილ ედუჯიმ „დილა“ წინ გაიყვანა. გორელებმა დარჩენილ დროში უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს და უპირატესობა მოიპოვეს.
საპასუხო მატჩი 17 ივლისს, გორში გაიმართება. წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიურ „რიგას“ შეხვდება.
„რასინგი“ – „დილა“ 1:2 (0:0)
გოლები: 1:0 შტოლცი (52), 1:1 ანდრონიკაშვილი (60), 1:2 ედუჯი (78)









