ფეხბურთი

11:15 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტრანსფერი 50 მილიონად: "რეალმა" "ბენფიკასთან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

მადრიდის „რეალსა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ შორის ალვარო კარერასის ტრანსფერზე სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია.

ესპანელი მარცხენა მცველი სულ მალე სამშობლოში დაბრუნდება და „სამეფო კლუბის“ წევრი გახდება. „რეალი“ კარერასის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა ეტაპობრივად.

ალვარო კარერასი „ბენფიკაში“ 2023 წლიდან თამაშობს და 68 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი. მანამდე „პრესტონისა“ და „გრანადას“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092996