ფეხბურთი

1:44 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: "მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მონაწილე კლუბს ისევ სურს ამ ტურნირში მონაწილეობა"

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, რომელიც ამჟამად ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების დირექტორია, იურგენ კლოპის კრიტიკას უპასუხა.

კლოპმა რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს აბსურდული ტურნირი უწოდა. თუმცა, ვენგერი მას არ ეთანხმება:

„ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება, მაგრამ მე კატეგორიულად არ ვეთანხმები კლოპის აზრს. ჰკითხეთ ყველა მონაწილე კლუბს: მათგან 100%-ს კვლავ სურს მონაწილეობის მიღება“, - აღნიშნა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 32-გუნდიანი ფორმატით და თანაც ზაფხულში, პირველად ჩატარდა. ტურნირის ფინალი 13 ივლისს გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და „ჩელსი“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093961