ფეხბურთი

11:39 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

თომას მიულერმა შესაძლოა კარიერა ავსტრიაში გააგრძელოს

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა თომას მიულერმა შესაძლოა კარიერა ავსტრიაში გააგრძელოს.

ვეტერანი გერმანელი თავისუფალი აგენტია და MLS-ს კლუბებს უკავშირებენ, მაგრამ როგორც ავსტრიული მედია წერს, მიულერმა ვენის „რაპიდიდან“ მიიღო შეთავაზება, რომელსაც ის განიხილავს.

უფრო მეტიც, ამერიკაში მას ხელფასის სახით მხოლოდ 1.7 მილიონს სთავაზობენ, ხოლო ავსტრიელთა შეთავაზება გაცილებით მაღალია: სეზონში 3 მილიონი ევრო.

შეგახსენებთ, რომ თომას მიულერს „ბაიერნთან“ კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც არ განახლდა და გერმანელ ფეხბურთელს მშობლიური კლუბის დატოვება მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171916