ფეხბურთი

15:38 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინას" მწვრთნელად სტეფანო პიოლი დაინიშნა

ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელად სტეფანო პიოლი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

59 წლის სპეციალისტმა ფლორენციულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და რაფაელე პალადინო შეცვალა.

პიოლი „ფიორენტინას“ კარგად იცნობს, რომელსაც 2017-2019 წლებში წვრთნიდა, ხოლო 1989-1995 წლებში „იებში“, როგორც ფეხბურთელი თამაშობდა.

პიოლი ბოლოს „ალ-ნასრის“ მწვრთნელი იყო, ხოლო კარიერის განმავლობაში უამრავ გუნდში უმუშავია - „მილანში“, „ინტერში“, „ლაციოში“, „ბოლონიაში“, „კიევოში“, „სასუოლოში“, „პალერმოში“, „პარმაში“, „გროსეტოში“, „პიაჩენცაში“, „მოდენასა“ და „სალერნიტანაში“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090722