ფეხბურთი

19:50 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიოკერეში: "ყველგან შემიძლია გავაკეთო ის, რაც "სპორტინგში" გავაკეთე"

ვიქტორ გიოკერეში „სპორტინგში“ ვარჯიშზე უარს აცხადებს და კლუბის დატოვება სურს. შვედმა ფეხბურთელმა ფრანგულ მედიასთან ისაუბრა და ლონდონის „არსენალში“ გადასვლის სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ეს ფეხბურთია, არასდროს იცი რა მოხდება. ამაზე არ ვფიქრობ, ვნახოთ, რა მოხდება. თუ რამე უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმ კლუბში თამაშია, რომელსაც ნამდვილად სურს ჩემი დამატება.

პრემიერლიგა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ლიგაა. იქ რამდენიმე წელი გავატარე, ისე, რომ ერთი მატჩიც კი არ მითამაშია. ასე რომ, დიახ, ეს ისაა, რისი გაკეთებაც მსურს. ეს კარგი შურისძიება იქნებოდა.

მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელებს შორის ვარ, ეს ნამდვილად ასეა. კონკრეტული ადგილის დადგენა რთულია, მაგრამ დიახ, ახლა ისეთი მოთამაშეების დონეზე ვარ, როგორებიც არიან ჰოლანდი, ლევანდოვსკი და კეინი. რაც „სპორტინგში“ გავაკეთე, ყველგან შემიძლია გავიმეორო. საუკეთესო გიოკერეში ჯერ არ გინახავთ“, - თქვა შვედმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი „სპორტინგში“ 2023 წლიდან თამაშობს და 102 მატჩში 97 გოლი გაიტანა. მას ბრიტანეთში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „ბრაიტონის“, „სუონსის“ და „ქოვენთრის“ რიგებში გამოდიოდა. შვედეთის ნაკრებში ჩატარებულ 26 თამაშში ვიქტორს 15 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096689