ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან წარმატებული გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ უკმაყოფილი კლუბი არ ყოფილა, რომელმაც ამ ტურნირში მიიღო მონაწილეობა.
„ეს უზარმაზარი წარმატება იყო. 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მივიღეთ, ანუ, თითო მატჩზე 31 მილიონი დოლარი. სხვა ტურნირი ამ მაჩვენებელთან ახლოსაც არაა. იყვნენ თუ არა ფეხბურთელები მონაწილეობით უკმაყოფილონი? არ მგონია ამის თქმა სწორი იყოს. ნათლად დავინახეთ, რომ გუნდები კმაყოფილი იყვნენ. პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს, მათაც კი მივიღებთ, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ვიცავ იმას, რასაც ფიფა აკეთებს“, - თქვა ინფანტინომ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დღეს დასრულდება, რომლის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ და „ჩელსი“ შეხვდებიან.









