23 წლის ქართველი ფეხბურთელი ნოდარ ლომინაძე კარიერას "დინამო თბილისიდან" პორტუგალიურ "ეშტორილში" გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად პოტუგალიურმა კლუბმა დაადასტურა.
ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ოთხ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ლომინაძემ ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარიც გააკეთა:
"აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც პირველად აქ ჩამოვედი განსაკუთრებული ყურადღება ხალხის თბილმა დამოკიდებულებამ მიიქცია. კლუბის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ და მოედანზე ბოლომდე დავიხარჯები." - განაცხადა ლომინაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლომინაძე ბოლოს "თბილისის დინამოში" თამაშობდა, მან ეროვნულ ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.