22 წლის ესპანელი მარცხენა მცველი ალვარო კარერასი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია. ტრანსფერი ოფიციალურად "სამეფო კლუბმა" დაადასტურა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი "რეალმა" ლისაბონის "ბენფიკიდან" დაიმატა და გავრცელებული ცნობით, პორტუგალიური კლუბი მის სანაცვლოდ 50 მილიონს მიიღებს.
კარერასმა "ლოს ბლანკოსთან" 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2031 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. მისი ოფიციალური წარდგენა ხვალ არის დაგეგმილი.
ცნობისთვის, კარერასი 2017-2020 წლებში "რეალის" ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა, საიდანაც "მანჩესტერში" გადაბარგდა. გასულ სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა "ბენფიკას" მაისურით 52 მატჩში ჩაატარა და თავი 4 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.