ფეხბურთი

17:00 | 15.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" ახალი მეკარე: "მამარდაშვილმა კლუბს ბევრი რამ მისცა, მაგრამ ამის გამო ზეწოლას არ ვგრძნობ"

„ვალენსიამ“ ახალი მეკარე ხულენ აგირეზაბალა წარადგინა, რომელმაც გიორგი მამარდაშვილზეც ისაუბრა.

ესპანელი „ღამურებმა“ სწორედ ქართველი მეკარის შემცვლელად დაიმატეს.

"მამარდაშვილი უმაღლესი კლასის მეკარეა და მან „ვალენსიას“ ბევრი რამ მისცა. თუმცა ამის გამო არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ. მამარდაშვილი მამარდაშვილია, ხულენი კი, ხულენია. პირველივე დღიდან ვგრძნობ, რომ კლუბს განვითარება სურს და ეს ახალგაზრდა მეკარისთვის უმნიშვნელოვანესია. მჯერა, რომ ეს არის გზა, რომლითაც შემიძლია ჩემი საუკეთესო შესაძლებლობების წარმოჩენა“, - თქვა აგირეზაბალამ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ ხულენ აგირეზაბალა „ბილბაოდან“ იჯარით დაიმატა. მას „ვალენსიაში“ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენცია სტოლე დიმიტრევსკისთან მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157288