ივა გელაშვილი კარიერას „პანსერაიკოსში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
24 წლის ფეხბურთელი ბოლოს „იბერიაში“ თამაშობდა, რომლის რიგებში საქართველოს ჩემპიონი გახდა. მანამდე, „დინამო ბათუმში“, „სიონსა“ და იტალიურ „სპეციაში“ იყო.
ივან ბერძნულ კლუბთან, რომელიც სუპერლიგის წევრია, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „პანსერაიკოსში“ გასულ სეზონში ლუკა გუგეშაშვილი თამაშობდა, რომელიც სალონიკის „პაოკში“ გადავიდა.
ივა გელაშვილს საქართველოს ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, 2023 წელს კი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა.