34 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ლუკას ვასკესმა მადრიდის "რეალი" ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "სამეფო კლუბის" გვერდმა დაადასტურა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და "რეალს" დაემშვიდობა:
"რეალს ვტოვებ, მაგრამ რეალი არასდროს მიმატოვებს. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან სიამაყით ვიტყვი, რომ მქონდა საშუალება მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მეთამაშა. მადლობა, რომ იყავი ჩემთან ერთად ამ ლამაზ გზაზე." - წერს ვასკესი.
ლუკას ვასკეს ხვალ 17 ივლისს "სანტიაგო ბერნაბეუდან" ოფიციალურად გააცილებენ. ესპანელმა ფეხბურთელმა "რეალში" 18 წელი გაატარა, მან ჯამში 402 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 38 გოლითა და 73 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.






