ფეხბურთი

19:55 | 16.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სარაევოს" მწვრთნელი: "გულიაშვილის შენარჩუნება გაგვიჭირდება, სასწორზე დიდი ფულია"

„სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა განაცხადა, რომ გუნდის კაპიტნის, გიორგი გულიაშვილის შენარჩუნება გაუჭირდებათ.

მან მედიას პირდაპირ უთხრა, რომ გიორგის ტრანსფერში კლუბს დიდ თანხას სთავაზობენ:

„მისი შენარჩუნება გაგვიჭირდება, შეულებელია, სასწორზე დიდი ფული დევს“, - თქვა მოკლედ ზეკიჩმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილმა გასულ სეზონში 37 მატჩში 21 გოლი გაიტანა. ბოლოს ბოსიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ MLS-ის ერთ-ერთი კლუბი „სარაევოს“ 4 მილიონამდე სთავაზობს. სავარაუდოდ, მწვრთნელმაც ეს შეთავაზება იგულისხმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092127