ფეხბურთი

17:16 | 17.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: „მილანის“ 10 ნომერი შესანიშნავი მოთამაშეებისთვისაა, ლეაუ ერთ-ერთი მათგანია”

„მილანის“ ახალმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ახსნა, თუ რატომ აირჩია 14 ნომერი თავისი ახალი გუნდისთვის. მანამდე ის მადრიდის „რეალში“ 10 ნომერს ატარებდა.

„მომწონს ეს ნომერი. „მილანის“ 10 ნომერი შესანიშნავი მოთამაშეებისთვისაა, რაფაელ ლეაუ ერთ-ერთი მათგანია - ის ამ კლუბის აწმყო და მომავალია. 14 ნომერი ავირჩიე, რადგან ძალიან მომწონს. კარიერის დასაწყისში ამ ნომრით ვთამაშობდი ეროვნულ ნაკრებში, შემდეგ კი „ტოტენჰემ ჰოთსფურშიც“, ეს შესანიშნავი იყო. იმედი მაქვს, აქაც იგივე იქნება“, - ციტირებს ლუკა მოდრიჩის სიტყვებს „მილანის“ ოფიციალური YouTube არხი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095843