სხვა

19:00 | 17.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დასტინ პორიე: „ილია თოფურიას ფანი ვარ, მის ყველა ჩხუბს ვუყურებ“
ოლივეირა სხვებსაც გაუთიშავთ, თუმცა როგორც ეს ილიამ გააკეთა პირველად მოხდა

UFC-ის მებრძოლი დასტინ პორიე რამდენიმე დღეში კარიერის ბოლო ბრძოლას ჩაატარებს, სადაც BMF-ის ქამარზე მაქს ჰოლოვეის დაუპირისპირდება. ბრძოლამდე პორიე ჟურნალისტებს ესაუბრა და კომენტარი ილია თოფურიაზე გააკეთა.

"მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ ეჭვი მეპარებოდა იმაში, რომ ილიას ჩარლზის დანოკაუტება შეეძლო, თუმცა ისევე როგორც სხვა ადამიანები, მეც გაოცებული ვიყავი, იმით, თუ როგორ გააკეთა ეს. გვინახავს ოლივეირა გათიშული, თუმცა როგორც ეს ილიამ გააკეთა არასდროს მომხდარა. ილია თოფურია შესანიშნავი მებრძოლია, ის საკმაოდ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. მე მისი ფანი ვარ და ყველა ბრძოლას ვუყურებ. ის რასაც წინასწარ ამბობს, ყველაფერს ასრულებს.

ვინ უნდა იყოს შემდეგი მეტოქე ილიასთვის? არ ვიცი მსუბუქ დივიზიონში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, თუმცა მაინც ჯასტინ გეიჯის ვფიქრობ. რაც შეეხება ისლამთან ჩხუბს, ვფიქრობ ილიას მსუბუქ დივიზიონში ყველას დანოკაუტება შეუძლია, თუმცა ქვესაშუალოში თუ ავა ვფიქრობ გაუჭირდება, რადგან ისლამი საკმაოდ მაღალი და დიდი მებრძოლია, ილიას პირადად არ შევხვედრილვარ, მაგრამ მასზე გაცილებით პატარა ჩანს. ყველაფერი ილიას გამძლეობაზე იქნება დამოკიდებული.“ - განაცხადა პორიემ.

ცნობისთვის, დასტი პორიესა და მაქს ჰოლოვეის ბრძოლა 20 ივლისს გაიმართება. ჰოლოვეი BMF-ის მოქმედი მფლობელია, მან ამ ქამრისთვის, ბოლო ბრძოლა ჯასტინ გეიჯისთან გამართა, რომელიც ბრუტალური ნოკაუტით მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097342