ფეხბურთი

12:00 | 19.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარკო არნაუტოვიჩი კარიერას სერბეთში გააგრძელებს

ვეტერანი ავსტრიელი ფეხბურთელი მარკო არნაუტოვიჩი კარიერას ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ გააგრძელებს.

სერბულმა კლუბმა 36 წლის თავდამსხმელთან ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია.

არნაუტოვიჩი ბოლოს „ინტერში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „ბოლონიას“, „შანხაის“, „ვესტ ჰემის“, „სტოკის“, „ვერდერის“ და „ტვენტეს“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099513