„ნაპოლიში“ კევინ დე ბრუინის პრეზენტაცია გაიმართა. ბელგიელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ იტალიურ კლუბში გადასვლას პროექტისა და ამბიციების გამო დათანხმდა.
„ნაპოლიში“ გადასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ აქ ამბიციური პროექტი არსებობს და ვგრძნობ, რომ კლუბი სწრაფად ვითარდება. როდესაც კლუბმა პროექტი და ხედვა წარმომიდგინა, მაშინვე მომეწონა. ვფიქრობ, რომ შეგვიძლია კონკურენტუნარიანები ვიყოთ და სწორედ ეს მინდოდა - მაღალ დონეზე თამაში“, - თქვა დე ბრუინმა.
შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი „ნაპოლის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.