ამერიკის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ტიმოთი ვეა ახლოსაა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნებასთან.
25 წლის ფეხბურთელი მარსელის „ოლიმპიკში“ გადადის. მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ვეა „მარსელს“ იჯარით, მაგრამ 14 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდება და კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს. სეზონში მისი ხელფასი 2.5 მილიონი ევრო იქნება.
ტიმოთი ვეა პსჟ-ს აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა, შემდეგ „სელტიკსა“ და „ლილში“ თამაშობდა, ხოლო 2023 წლიდან „იუვენტუსის“ წევრია, რომლის მაისურით 78 შეხვედრაში 7 გოლი მიითვალა.






